Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი ჩემთვის სიახლე და ფარტო მაშტაბის ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდა,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან  მუშაობისას.ვისწავლე ტექნოლოგიურად პროექტების და პორტფოლიოს  შექმნა და ამისთვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის.ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავუზიარებ ჩემი კათედრის წევრებს.
განსაკუთრებული  მადლობა მასწავლებლის სახლს ასეთი ტრენერისთვის და უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის ამ ბევრი ინფორმაციის მომცემი დღეებისთვის .

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელი ტრენინგი link list-ის  გაჯეტის გამეორებით დავიწყეთ.ვისწავლეთ გვერდების ჩასმა რომელიც ძალიან მაინტერესებდა და რომელსაც გამოვიყენებ ჩემ პორტფოლიოს შექმნისას.ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,ვიმსჯელეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები პროექტების  ირგვლივ.ვისწავლეთ ასევე ლოგოების ჩასმა ბლოგებზე.

Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ისევე როგორც ყველა დღე დღე დღევანდელი დღეც გამეორებით დავიწყეთ.ვისწავლეთ მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა  და საქაღალდის ატვირთვა რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პორტფოლიოში მასალების ასატვირთად.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს.
მასწავლებლის სახლს დიდი მადლობა ასეთი ტრენერისთვის!!!!
მადლობა ქალბატონ ქეთინოს!!!!

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც გამეორებით დავიწყეთ.ტრენერმა გაგვაცნო რომ საჭიროა პროექტში ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და დავწერე მოკლე მონახაზი ჩემ პროექტში მონაწილე საჭიროების მქონე მოსწავლისათვის.  
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების ინტელექტის თეორიას და მის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების გზებს.ვისწავლეთ html-ის გაჟეტის დაყენება,რომელსაც გამოვიყენებ როგორც ვიდეოების  გადასატანად ბლოგში ასევე საათის ჩასმისთვის.ეს გაჯეტი გაამრავალფეროვნებს ჩემს პროექტს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Sunday, September 7, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელი დღე მასალის გამეორებით დავიწყეთ.ვისწავლეთ  მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა,რომელიც ამ ფორმით ჩემთვის უცხო და საინტერესო იყო და რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასების ფორმები, რომელსაც გამოვიყენებ დაგეგმილი ჩემი პროექტების შეფასებისას.გადავხედეთ სხვადასხვა პროექტების გეგმებს.ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოში გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს.ვიმუშავეთ დიაგრამების შექმნაში რომელსაც გამოვიყენებ პროექტში.

Saturday, September 6, 2014

მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღე გამეორებით დავიწყეთ.ვისწავლეთ საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების გამოყენება.ეს დღე განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი იყო იმ მხრივ რომ ვისწავლეთ გაჯეტები .გაჯეტების წყობის შეცვლა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პორტფოლიოს შექმნასა და პროექტების გაკეთებაში.ძალიან მომეწონა გამოკითხვის გაჯეტი რომელიც დამეხმარება პროექტის წარმოებაში.შევქმენით მოსწავლის ბლოგი.ეს დღე განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო,მადლობა ამისთვის ტრენერ ქეთინო ცერაძეს.

Friday, September 5, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით და ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა,რომელსაც ჩემი პროექტის დაგეგმაში გამოვიყენებ.გავეცანით და დაწვრილებით ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას.,სლაიდების შექმნა რომელიც ძალიან დამეხმარება ჩემი პროექტის როგორც უკეთ წარდგენაში ,ასევე ეს უფრო სახალისოს გახდის მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობას.ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ სურათების ჩასმა .



Sunday, August 31, 2014

პროექტის მე-3 დღე

ტრენინგის მესამე დღეც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა.ტრენინგი ნასწავლი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ.ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე,გაავანალიზეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მიზნის განსაზღვრა ,რომელიც სტანდარტთან შესაბამისობაში უნდა იყოს .გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს,რომლებსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროექტის დაგეგმაში ზოგადი ,თემატური    და შინაარსობლივი შეკითხვების გამიჯვნაში.                         ვიმუშავეთ ბლოგზე.

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.შემდგომ გავიმეორეთ წინა დღის მასალა,გავიმეორეთ და გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს,რომლებიც დაგვეხმარა ბუკლეტის შექმნაში.ჩემი აზრით ბუკლეტი დაგვეხმარება როგორც პროექტის პოპულარიზაციაში, მოსწავლეთა და მათ მშობელთა უფრო მეტად დაინტერესებაში ,ასევე მოსწავლეთა ნამეშევრების რეკლამირებისათვის,რაც მოსწავლეთათვის უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის პროექტზე მუშაობას.ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა.                                                           დღევანდელი დღე ჩემთვის ,როგორც დამწყები პედაგოგისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო .

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

                                                                                                                                                    ტრენინგის პირველი დღე დაიწყო სასიამოვნო გაცნობით ტრენერ ქეთინო ცერაძესთან.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა რომელიც ტრენერმა ყველას ინდივიდუალურად ,დაწვრილებით აგვიხსნა.გავეცანით პროექტებს და პროექტებში 21საუკუნის გამოწვევევების გათვალისწინებას..ვისწავლეთ  ბლოგების შექმნა.
   დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა და  საინტერესო იყო.