Sunday, August 31, 2014

პროექტის მე-3 დღე

ტრენინგის მესამე დღეც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა.ტრენინგი ნასწავლი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ.ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე,გაავანალიზეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მიზნის განსაზღვრა ,რომელიც სტანდარტთან შესაბამისობაში უნდა იყოს .გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს,რომლებსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროექტის დაგეგმაში ზოგადი ,თემატური    და შინაარსობლივი შეკითხვების გამიჯვნაში.                         ვიმუშავეთ ბლოგზე.

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.შემდგომ გავიმეორეთ წინა დღის მასალა,გავიმეორეთ და გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს,რომლებიც დაგვეხმარა ბუკლეტის შექმნაში.ჩემი აზრით ბუკლეტი დაგვეხმარება როგორც პროექტის პოპულარიზაციაში, მოსწავლეთა და მათ მშობელთა უფრო მეტად დაინტერესებაში ,ასევე მოსწავლეთა ნამეშევრების რეკლამირებისათვის,რაც მოსწავლეთათვის უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის პროექტზე მუშაობას.ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა.                                                           დღევანდელი დღე ჩემთვის ,როგორც დამწყები პედაგოგისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო .

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

                                                                                                                                                    ტრენინგის პირველი დღე დაიწყო სასიამოვნო გაცნობით ტრენერ ქეთინო ცერაძესთან.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა რომელიც ტრენერმა ყველას ინდივიდუალურად ,დაწვრილებით აგვიხსნა.გავეცანით პროექტებს და პროექტებში 21საუკუნის გამოწვევევების გათვალისწინებას..ვისწავლეთ  ბლოგების შექმნა.
   დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა და  საინტერესო იყო.